“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.

ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური აზიის საინვესტიციო ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს