“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 17:04

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს.

“დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების” კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.

დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.

“ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში”,-ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2016 17:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,829
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics