„ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის მაგალითია, როგორ გამოაბუნძულეს ლევან ბეჟაშვილი თანაპარტიელებმა შეხვედრიდან – იონათამიშვილი

„ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ პოლარიზაცია შეიძლება არ დასრულდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ამის მაგალითია, ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა გამოაბუნძულეს შეხვედრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის დასასრულებლად უკვე დგამს ნაბიჯებს.
„დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ზუსტად ამისი დასტური იყო. მოხარული ვარ, რომ პოლიტიკური აქტორები ამ პროცესში ჩაერთნენ. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დიახ, „ქართული ოცნება“ დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, პოლარიზაცია, შეიძლება არ დასრულდეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს ჩვენ დავინახეთ ნათელი მაგალითი, როგორი მძიმე დაძაბულობა და პოლარიზაცია არსებობს უშუალოდ შიგნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“. ლევან ბეჟაშვილთან დაკავშირებით კაზუსი, თუ ინციდენტი სწორედ ამისი მაგალითია, როდესაც ის ზუსტად მაშინ შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიოდნენ. როგორც ჩანს, სატელეფონო ზარით „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმა ის გამოაბუნძულეს შეხვედრიდან და შემდეგ, კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო განცხადებები აკეთებინეს. ცხადია, ბეჟაშვილი, მხოლოდ თავისი ინიციატივით არ შედიოდა შეხვედრაზე. ის შედიოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული წარმომადგენლების საერთო ინიციატივით, რომელსაც შიგნით არ იზიარებს უმრავლესობა, ის ადამიანები, ვინც კიდევ უფრო მეტად რადიკალური განწყობებით არიან ცნობილები. ასე რომ, პოლარიზაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიძლება გაგრძელდეს და ეს გამოიწვევს შემდეგს – პოლარიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცემა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩება და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო დაბალი რეიტინგებით წარდგება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბელარუსის გენშტაბის ხელმძღვანელი – დასავლეთმა ნათლად უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი სახის შეიარაღებულ პროვოკაციაზე ჩვენი პასუხი აუცილებლად იქნება ადეკვატური და მკაცრი
შემდეგი სტატიახელისუფლება პარტნიორებს ეუბნება, უნდა გაგვისწოროთ, რეჟიმს უნდა შეეგუოთ და შეიძლება რაღაც გადმოგიგდოთო, ხოლო ოპოზიციას, რაღაცას გადმოგიგდებთ და თქვენ გაგვიტარეთ, რომ ოლიგარქი მართავს ქვეყანასო – ბოკერია