„ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, “პატრიოტთა ალიანსს” 3-4 მანდატი წაართვან”

kukava

„ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობენ, “პატრიოტთა ალიანსს” 3-4 მანდატი წაართვან, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კახა კუკავამ განაცხადა.

„ვინაიდან არის დადგენილი 5% ბარიერი, ვინც 5%- ვერ გადალახავს, იმ პარტიების წილ მანდატებს ეწოდება გაუნაწილებელი მანდატები, რომელზეც კონსტიტუციაშიც და კანონშიც წერია, რომ უნდა განაწილდეს ბარიერგადალახულ პარტიებზე. ამაზე მარტივი არაფერი არ არის. არჩევნებში მონაწილეობდა 20 პარტია, 17-მა ვერ გადალახა, 3-მა გადალახა, იმ სამზე უნდა განაწილდეს გაუნაწილებელი 17 მანდატი. კოაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც ყვავის ყველა სფეროში, ამ სფეროშიც ყვავის”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსზე” მანდატები არ გადანაწილდა და გადანაწილდა ორ პარტიაზე.

„ვითხოვთ, რომ რაც წერია კონსტიტუციაში, ის შესრულდეს. ამის შედეგად ცდილობენ “პატრიოტთა ალიანსს” წაართვან კიდევ დამატებით 3-4 მანდატი და ეს მანდატები გაიყონ შუაზე „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც პირველ კურსზე მასწავლეს, თუ კონსტიტუციასა და კანონის ნორმას შორის არსებობს კოლიზეა, მოქმედებს კონსტიტუცია. ბოლონიაშიც, პეკინშიც, ტოკიოს და სან-პაოლოს უნივერსიტეტშიც რომ დაუსვა იგივე შეკითხვა, იგივეს გიპასუხებს იგივეს, რომ მოქმედებს კონსტიტუცია. ჩვენთან საქართველოში ყველაფერი არის უკუღმა და ესეც არის უკუღმა. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური მოტივი, არავის არ აწყობს მესამე ძალა”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ ქვეყანას თავზე მოახვიონ ორპარტიული სისტემა.

“ყველა სხვა პოლიტიკური ძალა დატოვეს პარლამენტს მიღმა, ერთი პატრიოტთა ალიანსი სასწაულებრივად მოხვდა პარლამენტში და ახლა ცდილობენ, როგორმე დაწურონ, დაჭყლიტონ, დაპრესონ და მოაქციონ ისეთ დღეში, რომ მათი ყოფნა პარლამენტში არ იყოს შესამჩნევი“, – განაცხადა კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას წლის ბოლომდე შეძლებენ
შემდეგი სტატიასოფელ დოესში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა