„ქართული ოცნება“ ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატებს წარადგენს

„ქართული ოცნება“ დღეს ჭიათურასა და ზესტაფონში რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატებს წარადგენს.

ჭიათურაში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძეს წარადგენენ. წარდგენა 14:00 საათზე კულტურის სახლის მიმდებარედ არის დაგეგმილი.

ზესტაფონში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძეს წარადგენენ. წარდგენა 17:00 საათზე მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ გაიმართება.

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატია„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მარტში თბილისში 2915 ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს