3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

“ქართული ოცნება” არის უკიდურესად არასერიოზული ძალა – გოგლა ჟვანია

“ქართული ოცნება” არის უკიდურესად არასერიოზული ძალა და უზნეო გადაწყვეტილებებს იღებეს, – ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” .განაცხადა.

ჟვანიამ უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პროცესია, რომელსაც ასე არასერიოზულად არ უნდა მიდგომოდნენ.
მისივე თქმით, კორუფციული სქემების და პირადი გამდიდრების გარდა, ამ ადამიანებს საერთოდ აღარაფერი აღარ აწუხებთ.

“ქართული ოცნება“ არის უკიდურესად არასერიოზული ძალა. საერთოდ ჩანს პროცესში. არ შეიძლება ეხლა რეფორმა ჩაატარო, მითუმეტეს ასეთი მასშტაბური, ორი საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის გაერთიანებაზე მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ ამ უნივერსიტეტებთან არ გააქონდეს კონსულტაციები, არ გქონდეს სამეცნიერო საზოგადოებასთან, აკადემიურ საზოგადოებასთან, სტუდენტებთან კონსულტაციები. ეს ძალიან სერიოზული პროცესია, თუნდაც იმიტაცია გაეკეთებინათ ახლა, მაგის დიდოსტატი იყო ოდესღაც ბიძინა, იმიტაცია გაეკეთებინა მსჯელობის და საზოგადოებრივი ინტერესის და ასევე საზოგადოებრივი ჩართულობის. არ ვიცი, რა შეიძლება ამას ვუწოდო, უაღრესად არასერიოზულია როგორც მათ საგარეო პოლიტიკა, ისე საშინაო პოლიტიკა. ნებისმიერი საკითხი. ეს კორუფციული სქემების გარდა და პირადი გამდიდრების გარდა, ამ ადამიანებს საერთოდ აღარაფერი აღარ აწუხებთ, დემონსტრაციულად აკეთებენ უკვე ყველაფერს, რომ არ აინტერესებთ საზოგადოების აზრი, არ ინტერესებთ ადამიანების გაჭირვება, ამ უკიდურეს გაჭირვებაში დემონსტაციულად იმატებენ, არანორმალურ გაიზარდეს ხელფასები. ადამიანებს ეუბნებიან და 250 ლარია საარსებო მინიმუმიო და მაშინ რათ უნდა ქონდეს შენ დეპუტატს 14000 ლარი ხელფასი. ასეთ უზნეო გადაწყვეტილებებს იღებენ,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიეშინიათ ნიკასი, იციან, რომ “ქოცების” კუბოზე ის დააჭედებს ბოლო ლურსმანს – ანზორ მელია
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი ემსხვერპლა