“ქართული ოცნება” არის თაღლითი და „გადამგდები“ – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძემ დღევანდელი განცხადებით, ჩვენი მიდგომის სისწორე კიდევ ერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაკი “ქართული ოცნება” არის თაღლითი და „გადამგდები“, ვიდრე ოპოზიცია მასთან ახალ ურთიერთობასა და ახალ ნდობაში შევა, 19 აპრილის შეთანხმების პირობები შესრულება უნდა აიძულოს.

“19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულება „ქართულ ოცნებას“ აქვს ვალად.

კობახიძემ გვიპასუხა, რომ ამის ახლა შესრულებას არ აპირებენ და როგორც ვალდებულებას მომავალში ავანსად აიღებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს – ქართული ოცნების ნდობა არ შეიძლება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ტრასი
შემდეგი სტატიაკობახიძე ცდილობს, ყველა ოპოზიციური პარტია ერთ კუთხეში მიდევნოს და დაარქვას რადიკალური ოპოზიცია – სამნიძე