„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა” – გიორგი ვაშაძე ვალების ჩამოწერის შესახებ მთავრობის ინიციატივას ეხმაურება

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა საზოგადოება თავისი დაპირებებით,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მთავრობის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 600 ათასი მოქალაქის ვალს, ჯამში მილიარდ ნახევარ ლარს, ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირებები არ შეუსრულებია და არც ამ დაპირებას შეასრულებს.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების ეს დაპირება ტყუილის გარდა, აბსურდული, შინაარსსმოკლებული და ბუნდოვანია.

გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ არსებობს ვებგვერდი dreammeter.ge, რომელზეც მოცემულია „ქართული ოცნების“ მიერ შეუსრულებელი დაპირებები.

„გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედი შეცვლას. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვმართო და ვთქვა, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის, თქვენი ხმა და თქვენი ხმა არის ამომრჩევლის ბიულეტენი, რომლითაც არჩევნებზე მიდიხართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ გუშინ განაცხადეს, არ წამოეგებით, რადგან მათ არაერთგზის მათ უკვე თქვენი მოტყუება სცადეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი “ქართუ” გამოსყიდვის.

სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : დავალიანების განულების ინიციატივა ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია და არ გულისხმობს სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას
შემდეგი სტატიაარ გვაქვს დემოკრატიის ის სტანდარტი, რომ ყველა გადაწყვეტილება ოქროს სასწორზე ავწონოთ – კაკულია ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე