“ქართული ოცნება” არასდროს არ ამბობს სიმართლეს, მაგაში გამხელთ ზუსტად!” – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი დავით თარხან-მოურავზე “ნაცური რიტორიკის” ბრალდებას.
როგორც პოლიტიკოსი პირად გვერდზე გამოქვეყნებულ “პოსტში” წერს, შალვა რამიშვილი თავად იყო სააკაშვილის გაცვეთილი პიარ-პროპაგანდისტი.
“თაიმერი” ირმა ინაშვილის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
“სულ ტყუილი, სულ სიცრუე, “ქართული ოცნება” არასდროს არ ამბობს სიმართლეს, მაგაში გამხელთ ზუსტად! და ამას მთელი ქვეყანა ხედავს უკვე! შალვა რამიშვილი, რომელიც სააკაშვილის გაცვეთილი პიარ- პროპაგანდისტი იყო, ნაცურ რიტორიკას აბრალებს დავით თარხან- მოურავს, ვინც მიშა რეალურად ჩამოაგდო, ახლა ეს კომედია არაა, ჩვენ ნაცობა დაგვაბრალო?! და ამ არარაობის- რამიშვილის საქმეც დათომ ჩაიტანა პარიზში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციამ პოლიტპატიმროს სტატუსი რომ მიანიჭა. ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვისაც ეს საქმეები ევროპასა და ამერიკაში კარდაკარ დაგვქონდა! და მარტო ამის გამო, უნდა შეინარჩუნოს პატივისცემა, მაგრამ ეს სხვა ჯიშია. მლიქვნელების ჯიში და
მთავარი აქ სხვა რამეა. ივანიშვილი მალე კობახიძესაც მოისვრის და არაბულ პროექტზეც უარს იტყვის, მაშინ ვის წაელქუცება მლიქვნელი რამიშვილი?” – წერს ირმა ინაშვილი.
















