“ქართული ოცნება” ამერიკის შეგნებულ პროვოცირებას ცდილობს! – ფრიდი

“ქართული ოცნება” ამერიკის შეგნებულ პროვოცირებას ცდილობს! – ივანიშვილის პარტიას ვაშინგტონიდან ახალი გაფრთხილება წამოეწია. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მიზანმიმართულად შედის ღია დაპირისპირებაში.

დენ ფრიდი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდის შესაჩერებლად ერთადერთი მექანიზმი სანქციებია – შეზღუდვები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დარბევის გადაწყვეტილებებს იღებს. ვაშინგტონში დღეს ისე როგორც არასდროს, საუბრობენ პირადად ივანიშვილის სანქცირების აუცილებლობაზე.

შტატების მთავრობა სანქციების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ამას უხალისოდ აკეთებს, რადგან ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმეგობრობდით და ვპარტნიორობდით საქართველოსთან ბევრი ხელისუფლების დროს. ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების გამიყენების მიმართ ენთუზიაზმით არ არის განწყობილი, მაგრამ ქართული ოფიციალური პირები, როგორც ჩანს, კონფრონტაციის ერთგულნი რჩებიან. ისინი შტატების შეგნებულ პროვოცირებას ახდენენ, დაცინვით და ღვარძლით საყვედურობენ, რაც აშკარად აჩვენებს, რომ კონფრონტაციის სურვილი აქვთ. არვიცი ეს რა ქართულ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ ამის შესახებ მათ უნდა ჰკითხოთ. თუ შტატები სანქციებს დააწესებს, ეს დიდი ალბათობით, იქნება ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარბევასთან და ძალადობასთან, თუმცა ამას უხალისოდ, დანანებით გააკეთებს “, – ამბობს ფრიდი.

banner
წინა სტატიაში24 მაისს თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ნიღაბი სრულად მოიხსნა და ბრძოლა გამოუცხადა დასავლეთს და თავისივე საზოგადოებას – პავილიონისი