“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ყველა ის ფუნქცია, რომელსაც ინსპექტორის სამსახური დღეს ახორციელებს, შენარჩუნებული იქნება

რეფორმის შედეგად დაგეგმილია, რომ იფუნქციონირებს ორი სხვადასხვა დაწესებულება და შესაბამისად, ყველა ის ფუნქცია რომელიც, დღეს ხორციელდება, კვლავაც იქნება შენარჩუნებული მოქმედი კანონმდებლობით. საუბარი, რომ უქმდება და ეს ფუნქცია აღარ იარსებებს სახელმწიფოში, სწორი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ინსპექტორის ის ძირითადი ფუნქციები, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას და სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმას, რომელიც ჩატარდა.

„არაერთი არასამთავრობო და ავტორიტეტული დაწესებულება თვლიდა, რომ ეს ყოფილიყო განცალკევებულად ფუნქციონირებადი სახელმწიფო დაწესებულება. ეს ალბათ განხილვების პროცესშიც გამოიკვეთება, ვისი მოსაზრება საითკენ არის მიმართული. არ მგონია, რომ რაიმე დიდი მიზეზი არსებობს, რომ ერთმანეთთან დაკავშირდეს რაიმე კონკრეტული გადაწყეტილება სახელმწიფო ინსპექტორისა უშუალოდ ამ რეფორმის შინაარსთან. ქალბატონი ლონდას გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს მუშაობას. მისი საქმიანობის შეფასებას რაც შეეხება, იყო იქ ცალკეული საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის მეც მაქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის ის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, რომელთა დაკავშირებითაც როგორც იურისტს მაქვს განსხვავებული შეხედულებები. რა თქმა უნდა ამ დაწესებულებას ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები, ისევე როგორც ინსპექტორის იმ ფუნქციების ნაწილში, რომელიც უკავშირდება პერსონალური მონაცემების დაცვას“,- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისა და მარგველაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: თუ სამართლიანობა არ იზეიმებს არ იქნება მშვიდობა