“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს” -დავორ ივო სტიერი

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ის რუსეთის მეთოდებს იმეორებს… ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დავორ ივო სტიერიმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ქართულ არჩევნებში დარღვევები არის ის, რაც უფრო ფართო კონტექსტში უნდა გავნიხილოთ. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ებრძვის ქართველი ხალხის უფლებას რომ თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ცხოვრება და ამისთვის გამოიყენება ომის შიში და სხვა მეთოდები. მოლდოვაში რუსეთის ფედერაცია დამარცხდა და ჩვენ ახლა მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ევროპული ძალაა, მაგრამ ისინი რუსეთის მეთოდებს იმეორებენ. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართველ ხალხს რომ საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ”, – განაცხადა დავორ ივო სტიერმა.

banner
წინა სტატიაში“ვხედავთ, რომ მმართველი პარტია რუსეთისკენ მიიწევს… თუ ისინი არ შეცვლიან კურსს, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში”-რეინოლდ ლოპატკა
შემდეგი სტატია“26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები… ეს შედეგები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური, უნდა მოვითხოვოთ ყველა დარღვევის გამოძიება” -დაინიუს ჟალიმასი