“ქართული ოცნება აგებს და მას არ გააჩნია არანაირი რესურსი, გარდა ადმინისტრაციულისა”

ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი - სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”

გერმანულ – ამერიკული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდის რეიტინგი ოპოზიციის რეიტინგს უტოლდება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი გამოეხმაურა. რატიანის თქმით ქართული ოცნება არჩევნებს აგებს.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ეს კვლევა, ფაქტობრივად, ადასტურებს და იმავე ტენდენციას გამოხატავს, რასაც ყველა სხვა კვლევა, რომლებიც ჩაატარეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქართული ოცნება აგებს და მას არ გააჩნია არანაირი რესურსი, გარდა ადმინისტრაციული რესურსისა.“- განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ხაშურის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
შემდეგი სტატია“დაშინების მიზნით ენმ-ის აქტივისტები ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ”