„ქართული ოცნება“- ადიგენში ინციდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ადიგენში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ადიგენში ინციდენტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე და ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია.

„პოლიტიკური გაერთიანება ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას და გამორიცხავს ვინმეს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება სიმართლეს დაადგენს და დამნაშავე პირები სათანადოდ დაისჯებიან“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სიმონ პარუნაშვილმა განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც სიმონ პარუნაშვილმა აღნიშნა, ზურაბ შაინიძეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა თუშეთში – 10 წლის ბავშვი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა
შემდეგი სტატიაბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია