„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე მსჯელობას იწყებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ მონაწილეობის ფორმაზე და კანდიდატების შერჩევის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„უახლოეს მომავალში დაიწყება მსჯელობა კანდიდატებთან და მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ალბათ ივლის-აგვისტოში გახდება ცნობილი კანდიდატთა სია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის და გამგებლების კანდიდატები, ასევე საკრებულოებში ათასზე მეტი კანდიდატი. პრინციპში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და მსჯელობა უახლოეს მომავალში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ზაფხულის ბოლოს საზოგადოებას წარუდგენთ ჩვენ კანდიდატებს. ჩვენ როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც სავარაუდოდ, პარტიის სახით მივიღებთ მონაწილეობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს წყალქვეშა გემი სამხრეთ კორეის ნაპირებს მიუახლოვდა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში ქორწინებისა და ოჯახის დეფინიცია, შესაძლოა, აღარ ჩაიწეროს