“ქართული ოცნება” ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძეს, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად კი მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ორი საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელობის კანდიდატების შესახებაა საუბარი.

განცხადების მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი – რატი იონათამიშვილი იქნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელი, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: წინასწარი განწყობით, იქნება ორი ფრაქცია
შემდეგი სტატიაქუთაისში დაკავებული ათი პირიდან ერთ-ერთი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია