„ქართული ოცნება“ – 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ 14 % – IRI-ს კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: “შრომის პარტია – შალვა ნათელაშვილი” -3%; “გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” – 2%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე – 2%; “ლელო – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე” – 2%, “პატრიოტთა ალიანსი” – 2%; “მოქალაქეები” – 2%; “ერი- ლევან ვასაძე” – 1%; “ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია” – 1%; “ხალხისთვის – ანა დოლიძე” – 1%; “დროა” – ელენე ხოშტარია 1 %; “გირჩი” – 1%; სხვა პარტიები – 1%. პასუხი “არ ვიცი” აირჩია – 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიასაზოგადოების ნდობის რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქს აქვს