„ქართული ოცნება“ 22%, „ნაციონალური მოძრაობა“ 7% – NDI-ის გამოკითხვა

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით მორიგ კვლევას აქვეყნებს.

NDI-ს კითხვაზე, რომელი პარტია დგას ახლოს თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

მიმდინარე წლის თებერვალში გამოკითხულთა 26%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, ხოლო ეს მაჩვენებელი მარტში 22%-ს შეადგენს.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თებერვალსა და მარტში გამოკითხული მოქალაქეების 7% მიიჩნევდა, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს სწორედ აღნიშნული პარტიაა.

გარდა აღნიშნული ორი პარტიისა, თებერვალში გამოკითხული მოქალაქეების 7%-ის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს სხვა პარტიები დგანან, ეს მონაცემი მარტში 6% გახდა.

ამასთან, როგორც NDI-ს კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა.

პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

banner
წინა სტატიაშიროგორ აფასებს მოსახლეობა უკრაინაში მიმდინარე ომზე ლიდერების საპასუხო ქმედებებს – NDI-ის გამოკითხვა
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა უკრაინაში ომზე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებს დადებითად აფასებს