„ქართული ოცნება 2012“ – დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს

„ქართული ოცნების“ მიერ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, ის დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.

დავით ჭიჭინაძე აპირებს, რომ პარტიიდან გარიცხულების ფრაქცია შექმნას, რომელსაც, პირობითად, „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა.

„მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიარც მაგას მივუღივარ პარტიაში, არამეფის საქმეა რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა – დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაე.წ. კანონიერი ქურდების მმართველობა ციხეებში და სისტემური პრობლემები სამართალდამცავ უწყებებში-პარლამენტი ომბუდსმენის ანგარიშს მოისმენს