“რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად”, – ამის შესახებ საუბარია რუსული კანონის წინააღმდეგ ქართული
მუსიკალური სივრცეების, ფესტივალებისა და კოლექტივების საერთო განცხადებაში, რომლითაც ისინი კანონის მიღებას, აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალადობასა და რუსულ რეჟიმს გმობენ.
“ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.
გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად.
ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.
გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება – გავიმარჯვებთ სახელოვნად! – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ მუსიკალური სივრცეები და კოლექტივები:
Musical Spaces and Collectives:
PROFESIO (Rustavi)
2702 Meetings (Kutaisi)
303Hz
4GB
ABSEA Radio (Batumi)
Ambient.ge
Aprili
Aqtushetii (Tusheti)
Arteria
Atoms Audio
Bassiani
Bjaminoli (Zugdidi)
Black Dog (Gudauri)
Bloom Music
BUDE (Kutaisi)
Café Gallery
CES
CES Records
.clime (Batumi)
Close Encounters Festival/აქტუალური მუსიკის ფესტივალი
Cultural and Creative Industries Union of Georgia
Dancing on Architecture
Decoder Festival
Dedaena Bar
Diaci Community
Didube Records
Drama Radio
Eau de Cologne
Fantastic Planet
Georgian Music Legacy Collection
Georgian Rave Community
GMI Right Management
Harbor (Batumi)
House of Camora
HEKATE
Hydrash
INNERGATED
Jam Session Georgia by Sandro Nikoladze
Khidi
KIBE (Batumi)
Kick
Klara Bar
Komitete
Komorebi
krk (Mestia)
Leftbank
Leno Records
LTFR
Love Bar
Morevi Records
Mozaika
Mind Controlled Rectifier
Mtkvarze
Mutant Radio
Muzame
MZESUMZIRA
Narnari
Nips
Pluto’s Plan
Pluto’s Records
PROFESIO (Rustavi)
Record.ge
Reflector Club (Kutaisi)
Set Fest
Secret Garden Moves (Batumi)
Sioni HiFi Soundsystem
Small Moves
Stockton Records
Street Poetry Records
Success Bar
Sync Music Academy
Tape Magazine
Tbili orgia
Tbilisi Open Air
Tela Festival
Tempo Radio
TES club
TKESHI Festival
Trade Union Musicians in Georgia | საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი
TRANSFORMA
Traphouse
TREEBAL
Tsa Music
Twin Peaks (Mestia)
Vodkast Records
White Rabbit
Wings Of Desire
Zeche.Tbilisi
Zenaari