ქართული “მშიბზია” და აფხაზური “ნახვამდის”

ქართული

ქართული "მშიბზია" და აფხაზური "ნახვამდის"საქართველოში რამდენიმე ახალგაზრდამ ინტერნეტ-ფლეშმობი “მშიბზია” მოაწყო. სიტყვა აფხაზურად “გამარჯობას” ნიშნავს. “ჩვენ აფხაზებთან არ გვისაუბრია 8 ათასი დღეა და გადავწყვიტეთ, 8 ათასი ადამიანი შეგვეგროვებინა, რომლებიც აფხაზებს თავიანთ ენაზე მიესალმებოდა” – “ეხო კავკაზა” 32 წლის ბაჩო მებურიშვილს, პროექტის ერთ-ერთ ავტორს ციტირებს.
პროექტი ინტერნეტში პოპულარულია.

აფხაზეთში ქართულ “მშიბზიას” კონტრ-პროექტით, “ნახვამდის” პასუხობენ – წერს “ეხო კავკაზა”.

გამოცემას აფხაზი ჟურნალისტის, ანტონ კრივენიუკის დამოკიდებულებას აცნობს მკითხველებს, ქართული აქციისადმი, რომელიც ამბობს, რომ “მშიბზიას” მაშინათვე “აბზიარაზ” (ნახვამდის) მოყვა აფხაზეთიდან, რომლის მომხრეც ის, სინამდვილეში არ არის და თვლის რომ “არ არის საჭირო რაღაც კომპრექსების, უფრო ზუსტად კი თვითდაჯერების დემონსტრირება, რომ არა, ჩვენ თქვენთან არ ვართ, მაგრამ პრინციპში, დამოკიდებულება სკეპტიკურია, ირონიულია” – ამბობს კრივენიუკი.

ჟურნალისტი ასევე ამბობს, სინამდვილეში, სავარაუდოდ, “მედიური რამ მოხდა – თქვენი შეკითხვა, ჩვენი პასუხი, რაც, სინამდვილეში თამაშის ხასიათს ატარებს და არა – სერიოზულს”. ის ასევე აღნიშნავს აფხაზებსა და ქართველებს შორის ესთეტიურ სხვაობას: “აფხაზური საზოგადოება საკმაოდ “ასკეტურია, ანუ, მასში ნაკლებია საინფორმაციო კამპანიები, აქციები, მიტინგები, ხმაურები. ქართული საზოგადოება სრულიად სხვაა – ის, ამ გაგებით, შესაძლოა მეტად თანამედროვე და სახალხოა. ისინი ფლეშმობებით, კამპანიების მეშვეობით, იდეური აქციებით თავიანთ დამოკიდებულებებს გამოხატავენ. აფხაზურ სახოგადოებაში ეს კულტურრა უბრაოდ არ არის” – ამბობს ანტონ კრივენიუკი.

გამოცემის შეკითხვაზე, “ნახვამდის” ეს ადამიანური რეაქციაა თუ პოლიტიკური ზეგავლენით გამოწვეული პასუხი, ჟურნალისტი პასუხობს: “პოლიტიკური ტრადიცია. ეს ახლა უბრალოდ უფრო ღრმა კომპლექსების ინსტალაციაა”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე თომას ჰამერბერგს შეხვდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ლადო ბედუკაძე: ქვეყანაში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება