ქართული მხარე ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას მაინც მიაღწევს მაშინ, როცა ის უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება – ამის შესახებ მიხეილ უკლებამ, საქართველოს ელჩმა უკრაინაში, განაცხადა საქართველოს პროკურორის ირაკლი შოთაძის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის შეჩერებას არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი უკვე უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ უარი თქვა მის გადაცემაზე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება არ გამორიცხავს მის ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ექსტრადიციას, რომლის მოქალაქეც ის არ არის, რადგანაც არსებული საერთაშორისო მოლაპარაკებები და ბევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციას კრძალავს” – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ 4 მუხლით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.