ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი 11 მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

xr:d:DAFAMJCuUII:2867,j:45989748076,t:23042708

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.

შეხვედრაზე ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი 11 საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ბორდერიზაციის საკითხი წარმოადგენს. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ორჯერ სცადეს საოკუპაციო ხაზის უკანონო ცვლილება.

მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საკითხია, ამასთან, წინა შეხვედრიდან, 18 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტების განხილვა, ამ შემთხვევაში იგულისხმება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. დაკავებულები გახლავთ 11, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 1 ფაქტია გამოვლენილი, საანგარიშო პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვეშისა და ოკუპირებულ სოფელ არცევს შორის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეტარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ სუსის მონაცემებით, ბოლო 4 თვეში ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის 15 ფაქტია დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შემდეგი სტატიაგარემოვაჭრეებს პიროტექნიკა ჩამოართვეს და დააჯარიმეს – კალაძის უწყების ოპერაცია