ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს

ქართული მხარე ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ოსური მხარის ინფორმაციით, მის საქმის გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე 6 თვის წინ დაკავებული გიუნაშვილის საკითხი ერთ-ერთი ძირითადი იყო. ამის გარდა, მხარეებმა წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს და იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც მოსახლეობას მავთულხლართების გავლების შედეგად შეექმნა.

ოსურმა მხარემ ქართულ მედიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გაშუქებისას გამოყენებული ტერმინები გააპროტესტა და მესაზღვრეების მიერ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევები უარყო. მომდევნო შეხვედრა 18იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: უნდა ვისწავლოთ პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობის მშვიდად მიღება
შემდეგი სტატიასახელობითი სია, რომელმაც სააკაშვილს გუნდს ხმა მისცა