ქართული მასმედია ატარებს აქტიურ პროპაგანდას გალის მოსახლეობაში

გალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიქართული მასმედია ატარებს აქტიურ პროპაგანდას გალის მოსახლეობაში იმის თაობაზე, რომ აუცილებელი და მომგებიანია ცხოვრება ერთიან საქართველოში – განაცხადა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ თავის პრესკონფერენციაზე.

„საინფორმაციო ომი არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით და ამ მხრივ ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩვენზე ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს“ – თქვა ნადარაიამ. კერძოდ, მან გამოთქვა თავისი შეშფოთება აფხაზეთ-საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ რუხში მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე, რომელიც გათვალისწინებულია აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ნადარაიას ვარაუდით, ცენტრში აპირებენ არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ პროპაგანდისტული მუშაობის ჩატარებას მოტივაციის ხელშეწყობისთვის, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, ასევე გალის მოსახლეობის გადმობირება-დავერბოვკება.

„იმედია, აფხაზეთის საგარეო და ჯანდაცვის სამინისტროები, მიიღებენ სათანადო ზომებს. მათ სრული გაგებით აღიქვეს ჩვენი წუხილი, რომ აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საზღვრის სრულ ჩაკეტვას, თუ ქართული მხარე, რომელიც სარგებლობს გარკვეული უპირატესობით სამედიცინო მომსახურების სფეროში, არ შეწყვეტს ძირგამომთხრელ საქმიანობას„ – თქვა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მისი აზრით, ამ სიტუაციაში აფხაზეთის ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის გაუმჯობესება, ბრძოლა კრიმინალთან და კორუფციასთან.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი დაზარალებულ ადვოკატს შეხვდა
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში შეიძლება გაითიშოს რუსთავი 2