„ქართული მარშის“ წევრები და მისი მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ

ოჯახის სიმტკიცის დღისადმი მიძღვნილი მორიგი მსვლელობა – რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშის“ წევრები, მთავრობის ადმინისტრაციასთან კი პოლიტიკური მოძრაობა „ალტერნატიული საქართველოს“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ორივე ლოკაციიდან, მსვლელობა ერთდროულად დაიწყო. ისინი რესპუბლიკის მოედანზე მყოფ, საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანის” წარმომადგენლებს შეუერთდნენ. შეკრებილები სამების საკათედრო ტაძართან მსვლელობით მივლენ.

„ჩვენ მივყვებით როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები და როგორც მართლმადიდებელი მრევლი საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ დღის წესრიგს. ერთი მცირე ინციდენტი უკვე იყო, მაგალითად ძველ თბილისში მეიდანთან გადმოფინეს ე.წ. ლგბტ დროშა, მაგრამ ის რამდენიმე წუთში ჩამოხსნეს. დანარჩენი რაღაც სერიოზულ ინციდენტებს და სერიოზულ გართულებას არ ველოდები. აქ ხალხი არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ან ვინმეს დაუპირისპირდეს ან რაიმე ექსცესები იყოს. უბრალოდ, ადამიანები აღნიშნავენ ოჯახის სიწმინდის დღეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიატყიბულის სკოლის 16 მოსწავლე საავადმყოში გადაიყვანეს