“ქართული ლეგიონი”: ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად, დემეტრე დარჩია დაიღუპა

ქართული ლეგიონის განცხადების თანახმად, ლეგიონის ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დაიღუპა ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია:

“დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი , რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის დემეტრე დარჩიას დაღუპვა.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის.
ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს”, – წერია “ქართული ლეგიონის” განცხადებაში.

“თაიმერი” უერთდება საერთო-სახალხო მწუხარებას დემეტრე დარჩიას დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – მათე დევიძე სინდისის პატიმარია
შემდეგი სტატიაფარულავა: გვინდა, ტრამპის ადმინისტრაციას წერილით მივმართოთ, რათა “MEGOBARI ACT”-ის კანონად მიღების პროცედურა დააჩქაროს