ქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა

„ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, რომ დაიცვათ საკუთარი კანონები და არა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ “ – განაცხადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრის შემდეგ

ანსის პუპოლსის განცხადებით, „ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები. რაც დავინახე, არის ის, რომ საქართველოს მთავრობას უჭირს ქართული კანონების დაცვა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ პოლიციას შეუძლია დემონსტრანტების ცემა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა. სწორედ ეს არის, რაც უნდა ახსოვდეს საქართველოს ხელისუფლებას. თუ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ევროპა საუკეთესო არჩევანია. უნდა დაიცვათ საკუთარი კანონები და არა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ.“ – განაცხადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები რუსული კანონის წინააღმდეგ!
შემდეგი სტატიათქვენ უკანასკნელად გაქვთ შანსი ამ საქმეში სწორ მხარეს დადგეთ – ყოფილი დეპუტატი “ქართულ ოცნებას”