ქართული ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა

ქართული ღვინის ბაზარზე კიდევ ერთი ახალი კომპანია გამოჩნდა რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინისა და ისტორიის პოპულარიზაციას ხელოვნების მეშვეობით.

ახალი ბრენდი King David კომპანიების „იბერიკა“ და „ნიკალა“ ერთობლივი პროექტია.

განუმეორებელ მუკუზანის საფერავს ეტიკეტად ამშვენებს ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვრის აუგოსტო ფერერ დალმაუს ნახატი ,,დიდგორის რაინდი”, რომლის დახატვის იდეაც მხატვარს საქართველოს და დიდგორის ბრძოლის ისტორიის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.

აღსანიშნავია ისიც რომ დალმაუ პირველი ევროპელი მხატვარია ვინც ქართველთა ბრძოლას ფერწერული ტილო მიუძღვნა, ხოლო ღვინის ბოთლზე ნახატის ეტიკეტად გამოყენების იდეა კი მას შემდეგ დაიბადა რაც მხატვარმა მეგობრების საშუალებით მუკუზანის საფერავი დააგემოვნა.

“ამით ისიც დასტურდება, რომ ჩვენ, ქართველები ნამდვილად ვართ ღვინის სამშობლო”, – სიამაყით ამბობს კომპანია ,,ნიკალას’’ დირექტორი ნიკოლოზ ბენიაიძე.

ღვინო, ლიმიტირებული რაოდენობით, 28 მარტიდან გამოვა ქართულ ბაზარზე,რაც ასევე სიმბოლურია რადგან ოფიციალურად ამოქმედდება ამ დღეს ვიზალიბერალიზაცია, რაც ნიშნავს საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში-ევროპაში.

მუკუზანის საფერავი „დიდგორის რაინდი“-ს ეტიკეტით ლიმიტირებული რაოდენობით, სასაჩუქრე ყუთით და მხატვრის ექსკლუზიური ავტოგრაფით იქნება წარმოდგენილი და ოთხ ენაზე, ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და ქართულ ენაზე საქართველოს ღვინის ისტორიას და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გამორჩეულ ბრძოლის – დიდგორის შესახებ მოუყვება მომხმარებელს.

banner
წინა სტატიაში„სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო“ სკანდალურ კვლევას ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება