“ქართული დასი” რუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“ რუს ხალხს და რუსეთის მთავრობას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს გაამკაცროს კონტროლი თურქეთთან საზღვარზე და მხარი დაუჭიროს რუსეთის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს.

“ქართული დასი”  სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს რუს ხალხს, რუსეთის მთავრობას ამ უმძიმეს ბრძოლაში და მიმართავს ხელისუფლებას: დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო საქართველო გადაიქცა „პოტენციური მებრძოლების” სატრანზიტო ქვეყნად, საზღვრებზე მოშლილია კონტროლი, ხალხი და სახელმწიფო არის სრულიად დაუცველი ტერორისტული ან სხვა სახის აგრესიისაგან. დღეს დუმილი და უმოქმედობა საფრთხეს უქმნის ხალხს და არის დანაშაული ერისა და სახელმწიფოს წინაშე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ახალგაზრდების იდეოლოგიურ რადიკალიზაციას, გადაბირებას, თურქეთში გადაყვანას და გაწრთვნას ეწევა თურქული, რადიკალური ძალების მიერ კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელი. ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეგიონში ეფექტურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ანხორციელებს არის რუსეთის ფედერაცია. მოგიწოდებთ, აღადგინოთ რეალური კონტროლი თურქეთის საზღვარზე, დაუყოვნებლივ დაამყაროთ კავშირი და კოორდიანცია რუსეთთან, მხარი დაუჭიროთ და ხელი შეუწყოთ რუსეთის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ დაიცვათ ხალხი და სახელმწიფო“-ნათქვამია განცხადებაში”,-აღიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისომხეთში შეიარაღებული ჯგუფი გააუვნებელყვეს
შემდეგი სტატიაპრეზერვატივების ფლეშმობმა ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა შეცვალა