ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონის მახლობლად ავარიაში მოყვა

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონის მახლობლად, ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა და ისინი რეგიონის 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. როგორც საგარეო უწყებაში ამბობენ, “დაშავებულების მოსანახულებლად შემოვლაზეა გენსაკონსულოს სრული, შემადგენლობა და ისინი ბავშვების მდგომარეობას ამოწმებენ, ასევე კონტაქტზე არიან ბავშვების ოჯახებთან”.

გავრცელებული ინფორმაციის ავარია სავარაუდოდ საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. შემთხვევა ტრაპზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა.

banner
წინა სტატიაშიფატიჰ ტერიმი – თურქული მაფიის ,,ბაბა,, სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიარებეკა ჰარმსი: მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება არ უნდა მოხდეს