ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე აზარტული თამაშები შეუძლებელი იქნება

ქართული ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება, შესაძლოა, აიკრძალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიმართულებით ცვლილებები “საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში იგეგმება, რომელიც პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში წარედგინება.

ცვლილებების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს (ყველა საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს) აეკრძალება, ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას მის მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათით უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ ინტერნეტ სივრცეში გადახდის განხორციელება საბარათე სქემის მიერ განსაზღვრული სათამაშო ბიზნესის მაიდენტიფიცირებელი კოდის საშუალებით.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

როგორც დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუწყობს აზარტული თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. მისივე თქმით, ასევე შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინებ

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი გაბუნია – შესაძლოა ვიღაც მეწარმე სუბიექტებს არ უნდათ ბიუჯეტში თანხების გადახდა და ფაბრიცირებული ჩანაწერების გამოყენება არის სწორედ ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ მიმართული
შემდეგი სტატიააა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს