“ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მოწყობა ერთგვარ ტენდეციად იქცა”

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გრიგორი კარასინს სპეციალური განცხადებით პასუხობს. განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, საქართველო რუსეთის ფედერაციას კონსტრუქციულ რეჟმში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„უკვე ერთგვარ ტენდენციად იქცა ქართულ-რუსული დიალოგის მორიგი რაუნდის წინ პროვოკაციების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე. მოწესრიგებულ საზოგადოებაში, რომელზეც საუბრობდა ბატონი კარასინი, სწორედ ამგვარი ბრალდებები ითვლება მიუღებლად. ამავდროულად, ნორმალური და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რაც ასევე ახსენა ბატონმა კარასინმა, უპირველესსად გულისხმობს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემას და სხვა საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. საქართველო სწორედაც რომ ისწრაფვის ცივილური ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარს ნებისმიერი უმწვავესი საკითხის მოლაპარაკების ფორმატში გადასვლას“,-აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ასეთი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რაიმე სახით შეგუებას ოკუპაციასთან, არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას.

„წყალგამყოფს წარნოადგენს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობა არის ქვაკუთხედი და ამოსავალი წერტილი ნებისმიერ სახელმწიფოსთან ურთიერთობის. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს რუსეთის ფედერაციას კონსტრუქციულ რეჟიმში დარჩენისაკენ მოუწოდებს. რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. არჩევნები საქართველოში ჩატარდება დემოკრატიის უმაღლეოს სტანდარტების დაცვით” – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ

მისვიე თქმით, საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმყოფება პრაღაში და ვფიქრობ, იგი ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა ბრალდებებსა, თუ პრეტენზიას, რომელიც გამოითქვა ბატონი კარასინის მხრიდან.

banner
წინა სტატიაშილევან გაჩეჩილაძე საკუთარ სახლში “მაესტროს” თანამშრომლებს ხვდება
შემდეგი სტატია“დამრჩა განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი”- ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე