11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

“ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებია

“ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებია – ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. 

კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძე ასევე იქნება საქართველოს ვიცე-პრემიერი.

„მინდა საზოგადოებას გავუზიაროთ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. გაცნობებთ რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა,. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის წინააღმდეგ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა
შემდეგი სტატიამთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს