“ქართულ ოცნებაში” კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს“ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესები საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგნად იქცა.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის, კერძოდ ევროპის სახალხო პარტიის, საქართველოში ამერიკის ელჩის და მთლიანად დიპლომატიური კორპუსის, Freedom house და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური რეალობის აშკარად ცალმხრივად შეფასებამ, ქართული საზოგადოების საფუძვლიანი აღშფოთება გამოიწვია.(არ ვგულისხმობ, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და წვრილ პარტიებს)
სამწუხაროდ, ამ ფონზე კიდევ ერთხელ თავი იჩინა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ში არსებულმა პრობლემებმა.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში ,,ჩარევის”, გარკვეული სახის რეკომენდაციების, შენიშვნების და რჩევების კომენტირებისას, განსაკუთრებით თვალსაჩინოა პარტიაში კვალიფიციური სპიკერების დეფიციტი, რაც საზოგადოებაში უხერხულობის და უკმაყოფილების განცდას აჩენს–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიფრანგული ღვინის გამო შეიძლება ირანთან მოლაპარაკება ჩაიშალოს…
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინას 300 მლნ. დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო…