„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ

პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ.

პირველი აგვისტოდან თანამდებობებს დატოვებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულები და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელი.

აღნიშნული პირები არიან: ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთის სახელმწიფო რწმუნებული (თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); გიორგი ხოჯევანიშვილი – შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი); ნოდარ ტურძელაძე – ვაკის რაიონის გამგებელი; (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი). აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, თანამდებობა დატოვა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. იგი წარდგენილია აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ბავშვის ნათესავი დააკავეს
შემდეგი სტატიაშეგაჭმევ მიკროფონს – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების მეგობარი ჟურნალისტს