„ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შეხვედრა ევროკავშირის ოფისში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრამდე არც ოპოზიციის და არც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიბერძენიშვილი: ქუჩაში მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” დაღმასვლას ვერ გადაურჩება
შემდეგი სტატიაგოცირიძე: მელია მოლაპარაკების პროცესში მძევლის როლში არ უნდა იყოს