ქართულ ოცნებას უნდა, რომ პრეზიდენტად სრულიად მორჩილი ადამიანი განსაზღვრონ – აკაკი მინაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე

ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის საკითხზე გამოთქმულ უმრავლესობის მოსაზრებებს არ იზიარებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებზე საუბრობს.

მისი თქმით, პრეზიდენტის მთავარი ფუნქციაა, აკონტროლოს და მონიტორინგი გაუწიოს და გარკვეულწილად დააბალანსოს ხელისუფლების სხვა შტოები.

„ამიტომ მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს სერიოზული მანდატი, ისეთი მანდატი, როგორიცაა პირდაპირ ხალხის მიერ არჩევა,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი

მისი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, პრეზიდენტი თავად აირჩიოს და არა ხალხმა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს მარგველაშვილი თავის ფუნქციებს ეფექტურად ვერ ახორციელებს, მაგალითად, არ გამოხატავს პოზიციებს ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე, ქართულ ოცნებას მაინც უნდა, რომ სრულიად მორჩილი ადამიანი განსაზღვრონ. ერთადერთი გზა ამისა არის ის, რომ სწორედ ქართულმა ოცნებამ აირჩიოს პრეზიდენტი და არა ხალხმა,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდრანდის ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი მოკლულია
შემდეგი სტატიადე ფაქტო აფხაზეთი ლუკავას ციხიდან გაყვანას არ ადასტურებს – სუსი-ს განცხადება