„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან – ლილე ლიპარტელიანი

„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

ლილე ლიპარტელიანის განცხადებით – „მეტრო გოცირიძე, უკვე „პრესტიჟად“ ქცეული მეტრო ვარკეთილი და ახლა უკვე დაემატა ავლაბრის მეტრო, რომელიც გადაეცა ბადა ჯგუფს და რომელიც არის მათი ერთ-ერთი შემომწირველი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს „ხალხის ძალა“ იქნება თუ „ქართული ოცნება“, მათ სრულად აქვთ დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. მათ ანგარიშვალდებულება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ქოც შემომწირველებთან, ეს „ბადა ჯგუფი“ იქნება თუ „ორიენტი“, არ აქვს მნიშვნელობა სახელს. მათი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, სხვა მათ ამ ეტაპზე არაფერი აინტერესებთ – არც უმუშევრობა, არც გაჭირვება და არც ადამიანების დასაქმება. საარჩევნო წელია და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ შემომწირველ კომპანიებთან, მარტივი სქემა არის – კომპანიები შეწირავენ „ქართულ ოცნებას“ ფულს, ისინი კი მათ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ, მათი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა

banner
წინა სტატიაშიზახაროვა – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხეზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ეს არის დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი
შემდეგი სტატიაბრეგაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო 30 ათას პატიმრამდე, ჩვენს პირობებში კი სტატისტიკა 3-ჯერ არის შემცირებული