„ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ – ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, დღეს დაგეგმილ ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

„მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო „ქართულ ოცნებასთან“ თუ „ნაცმოძრაობასთან“ ჩემი პოზიცია, რეალურად თუ როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიაზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი, რათა ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ – საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. რაც შეეხება ოპოზიციიის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ იციან, რას აკეთებენ. ისინი საპირისპირო არც არგუმენტს ამბობენ და არც რაიმე გეგმის შესახებ გვეუბნებიან რამეს. დღეს ოპოზიციის შეხვედაში მონაწილეობას მივიღებ, ვიდრე გამომაგდებენ ჩვენი კოლეგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება
შემდეგი სტატიაწყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედანი რეაბილიტირდა