“ქართულ ოცნებას” ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მომდევნო წელს გაფორმდება”

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

kandela“ქართულ ოცნებას” ქართველმა ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, მომდევნო წელს გაფორმდება” – ასე გამოხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტში, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ანტიეროვნული და არადემოკრატიულია.

“ის, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდება, პირდაპირ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები.

შემოთავაზებული კანონპროექტი მავნებლური და არადემოკრატიულია. აქედან კარგად ჩანს, რომ ბიძინა ივანშვილსა და მის გუნდს კარგად ესმის თუ რა განაჩენი გამოუტანა გამწარებულმა ხალხმა მათ. კარგად იციან, რომ მარცხი გარდაუვალია. ამ ჭრა-კერვით, სხვადსხვა რაიონების ხელოვნური მიერთებითა და დაშორებით, უნდათ რომ რაღაცნაირად 2016 წლის არჩევნებზეც გაძვრნენ და ხელისუფლბაში დარჩნენ, რათა გააგრძელოს ყველაფერი ის, რასაც ამ დროის განმავლობასი აკეთებდა – ზღვარგადასული კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიუროკრატიაზე ბიუჯეტის ხარჯვა. ამ ყველაფრის გასაგრძელებლადაა დღეს ეს სამარცხვინო კანონპროექტი შემოტანილი.

თუმცა, გარწმუნებთ, რომ როგორი სისტემაც არ უნდა შეთხზათ, არაფერი “ქართულ ოცნებას” არ ეშველება, მას განაჩენი ქართველმა ხალხმა უკვე გამოუტანა და ეს ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მომდევნო წელს გაფორმდება. “

banner
წინა სტატიაში,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს ტრანსპორტის მაღალკვალიფიციური მენეჯერები”
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანის პრესკონფერენცია 18:00 საათისთვის ჩაინიშნა