„ქართულ ოცნებას” ყოველთვის აქვს აგრესიული დამოკიდებულება იმ ინსტიტუციების მიმართ, რომელსაც ვერ აკონტროლებს – ომბუდსმენი თავის მოვალეობას უკიდურესად კეთილსინდისიერად ასრულებს – ჯაფარიძე

„ქართულ ოცნებას” ყოველთვის აქვს აგრესიული დამოკიდებულება იმ ინსტიტუციების მიმართ, რომელსაც ვერ აკონტროლებს – სინამდვილეში ომბუდსმენი თავის მოვალეობას უკიდურესად კეთილსინდისიერად ასრულებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე ასევე მიესალმება პრეზიდენტის მიმართ სახალხო დამცველის წინადადებას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე და აღნიშნავს, რომ “ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს დაპირისპირების შემცირებას, საზოგადოების გამთლიანებას და არა ესკალაციას, რაც ძალიან სურს “ქართულ ოცნებას”.

„სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს ვერ აკონტროლებდნენ და დაშალეს, სახალხო დამცველის ინსტიტუტს ვერ აკონტროლებენ და სხვადასხვა ეპითეტებით ამკობენ. მე არ მაქვს არავითარი საფუძველი ეჭვი შევიტანო მის დასკვნის ობიექტურობაში, სადაც მან გვარამიას განაჩენი შეაფასა როგორც უკიდურესად აბსურდული “,- განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: შეგაგინებენ, გაგლანძღავენ, უკადრებელს გაკადრებენ და ეს არის მიღებული – როგორც კი პასუხს გასცემ, ეს ყოფილა ძალადობის წახალისება