გიორგი კანდელაკი : ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2016 13:25

გიორგი კანდელაკი : ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკის განცხადებით ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოსახლეობისთვის არაფერი გაუკეთებია.
‘’ ქართულ ოცნებას ხალხის პრობლემების გადასაჭრელად თუ უნდოდა რამის გაკეთება, ამისათვის 4 წელი ჰქონდა. მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობისთვის.
პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე შესულია, რაც საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, ქართული ოცნება რის გაკეთებას აპირებს და არ აპირებს.
ქართული ოცნება მათივე ბიუჯეტის პროექტის თანახმად პრემიების, დანამატებისა და უსარგებლო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ აპირებს, მაგრამ არც პენსიების ზრდას, მასწავლებლის ხელფასების ზრდას და რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მითუმეტეს ლარის აჩქარებული გაუფასურების პირობებში, რომელიც ქართული ოცნების უნიათო და არაკომპეტენტური გუნდის მცდარი ნაბიჯებითააა გამოწვეული’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2016 13:25