”ქართულ ოცნებას” ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს – ბიძინა ივანიშვილი”

ქართულ ოცნებას ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ – ბიძინა ივანიშვილი- აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი. მისი თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტობა გარანტია იქნება ”ქართული ოცნებისათვის” უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც:
“ქართულ ოცნებას ერთადერთი უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ – ბიძინა ივანიშვილი. არსებული რეალობიდან მხოლოდ მას შეუძლია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების სწორად, ეფექტიანად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად გამოყენება. ის ფაქტი, რომ არ ვიცით, სურს თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს ან აპირებს თუ არა ამას, არ ცვლის ამ მოცემულობას.
ყველა სხვა კანდიდატს მარტივი გასეირნება არ ექნება გარანტირებული. და სიმარტივის ეს არ არსებობა 2020 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო გაღრმავდება ”ქართული ოცნებისთვის”.
გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 6 წლით, ივანიშვილის პრეზიდენტობა პრაქტიკული გარანტია იქნება ”ქართული ოცნებისათვის” უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც, იმის მიუხედავად, რომ ამ დროისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.
რაც შეეხება ზოგადად საპრეზიდენტო კანდიდატებს, პერსონებზე დაფიქრებას აჯობებს გამოვიდეთ იქიდან, თუ როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას – პრეზიდენტი, რომელსაც აქვს უნარი და პოლიტიკური წონა ვეტოს გამოყენებამდე გააკეთილშობილოს კანონპროექტი თუ კანონის მიღების შემდეგ მოახდინოს შედეგობრივად არაეფექტური აქცენტირება ვეტოს გამოყენებით?
პრეზიდენტი, რომელიც იქნება იმედის მომცემი როგორც სახელმწიფოს ზეპარტიული მეთაური, თუ რომელიც ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგს გაჰყვება. მიდგომები, რომ კანდიდატი უნდა იყოს ასაკოვანი, მეცნიერი და ა.შ. არის ხელოვნური.
ერთადერთი, რაც საპრეზიდენტო კანდიდატს მოეთხოვება ამ მხრივ, ზეპარტიული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვაა და ამის გარანტია მხოლოდ კონკრეტული კანდიდატის პოლიტიკური წონა შეიძლება იყოს არსებული საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ფონზე.” განაცხადა ბოძაშვილმა “ინტერპრესნიუსითან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში26 -27 იანვარს, თბილისში, სასტუმრო ციტრუსში , საერთაშორისო საინვესტიციო ფონდ ,,GLOBAL FUND OF NEW TECHNOLOGIE” -ს დამფუძნებლები გამართავენ პრეზენტაციას
შემდეგი სტატია“წარსდგნენ სასამართლოს წინაშე გომელაურის მთლიანი ეს ჯგუფი…ყველა აგებს პასუხს უმკაცრესი ზომებით”