“ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია… ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს”-რასა იუკნევიჩიენე

“ქართულ ოცნებას” არჩევნები არ მოუგია… ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს, საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

“კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. “ქართულ ოცნებას” არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ.

საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია – ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ, იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებებზეც”, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.

banner
წინა სტატიაში“მე პირადად ვნახე ბიულეტენების ჩაყრა, ფარულობის არარსებობა და დაშინება… ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე”- მარკეტა გრეგოროვა
შემდეგი სტატია“2020 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიიწევს… დროა, გამოვიტანოთ დასკვნები – მოგიწოდებთ, გავყინოთ დახმარებები და შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი” – მალგოჟატა გოშევსკა