“ქართულ ოცნებას ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული’’ – გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველო მმართველ პარტიას კანონის დარღვევაში ადამაშაულებს და დოკუმენტს ასაჯაროვებს.
,,საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების სამი მაჟორიტარი კანდიდატი კარაპეტ პალოიანი, ედუარდ ელიაზიანი და ედიკ ბერიკიანი მალავს იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომ მათ მიანიჭოს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობა ხელახლა, მაგრამ ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ როცა დამიანი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. სამივე ამ კანდიდატს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა მაჟორიტარად, დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მოახდინოს უსწრაფესი რეაგირება და სამივე ეს კანდიდატი მოიხსნას არჩევნებიდან,’’ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის სავარაუდო გავლენა – ასპინძის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
შემდეგი სტატია67-ე სკოლაში სასწრაფო გამოიძახეს – იძალადა თუ არა მასწავლებელმა მოსწავლეებზე?