“ქართულ ოცნებას” აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას” – სალომე სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ 20 ივნისის ღამეზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, “ქართულ ოცნებას” აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას.
„ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი უმრავლესობა თვლის, რომ პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეზე ხელისუფლებას ეკისრება. გამოკითხულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების რეაგირება 20 ივნისის ღამის მოვლენებზე იყო არასათანადო. ეს არის რეალურად საზოგადოების აზრი, რაც დაადასტურა კიდევ ერთხელ კვლევამ.” ქართულ ოცნებას“ აღარანაირი შანსი არ აქვს, რომ ფორმირება გაუკეთოს შემდეგ მთავრობას, როდესაც ამომრჩეველთა ძალიან დიდ რაოდენობას მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ხელისუფლება სათანადოდ ვერ მუშაობს, ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა მათ მიმართ ნდობა” – აღნიშნა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითად შეფასებული, ჩვენ, უპირველესად, საკუთარ თავს ვთხოვთ მეტს – ცქიტიშვილი NDI-ის კვლევაზე
შემდეგი სტატია“20-21 ივნისის მოვლენებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა” – ლომჯარია