ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოური ძალების მონაწილეობა და მოსამართლეების არჩევა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს – მაჭარაშვილი

ქართულ მართლმსაჯულებაში უცხოური ძალების მონაწილეობა და მოსამართლეების არჩევა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმებას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ამაზე არათუ ხელისუფლება, არამედ არც საზოგადოება არ იქნება თანახმა.

„ეს თემა დავხურეთ. ამერიკამ კონკრეტული მოსამართლეები „ატაში“ წაიყვანა და მათ შოკოლადებს ჩუქნის, რათა შემდეგ ქვეყანაში ჩამოვიდნენ და თქვან, ყველაფერს დაგიჯერებთ, რადგან შოკოლადები გვიყიდეო. ეს სწორედ მათ ღირსებაზე მეტყველებს. მოსამართლეს, ვინც გამართლებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდეგ, მადლობა უნდა ვუთხრათ და თავი დავანებოთ მართლმსაჯულებაზე თავდასხმებს. გაუგონარი რამ ხდება – წესით, უცხოელი უნდა გეხმარებოდეს, მოსამართლე დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ უცხოელი გეუბნება და ამას ოპოზიცია თანხმდება, რომ აქ მოსამართლე დაგინიშნოს. უცხოელის მიერ დანიშნული მოსამართლე დამოუკიდებელი როგორ იქნება?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიათბილისი-მოსკოვის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენის დროს თვითმფრინავში სტრიპტიზი იცეკვა