ქართულ კომპანიებს აშშ-მ სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა

სამ ქართულ კომპანიას აშშ-მ სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ისინი საექსპორტო კონტროლს არღვევდნენ და ამერიკის საგარეო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდნენ. სანქცირებულია:

Gensis Engineering;
ROV Solutions;
SAEROS Safety ERO Company.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ორი კომპანია ROV Solutions და SAEROS Safety ერთ პირზე – ირაკლი კოტიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. მათ ფულადი ბრუნვა საქართველოში არ უფიქსირდებათ. ერთ-ერთი კომპანიის აღწერაში წერია, რომ იმპორტ-ექსპორტითაა დაკავებული, მეორეს კი მითითებული აქვს, რომ საქმიანობს ყველაფრით რაც კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

 

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიალაშა ტალახაძემ ტაშკენტში მორიგი რეკორდი დაამყარა