27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“ქართლის ამბები”: შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა

შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა – “ქართლის ამბების” ცნობით, ამის შესახებ ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ფარეხელაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მან ბოლო ერთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა.

თუ რა ვითარებაში დაესხა თავს დათვი ადამიანებს, საკრებულოს წევრებს კითხვა არ გასჩენიათ. ან რატომ ჰყავთ დათვი მონასტერში, სადაც უამრავი ადამიანი მიდის დასათვალიერებლად?

როგორც ირინა ფარეხელაშვილმა ,,ქართლის ამბებს” განუცხადა, დათვმა დაკბინა მონასტერში დროებით მყოფი პირები. რა რეაგირება მოახდინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქარელის საკრებულოს წევრები არ დაინტერესდნენ.

რუის-ურბნისის ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა შიო უნილავავ გვითხრა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ჰყავთ თუ არა ისევ დათვი მონასტერში.

banner
წინა სტატიაშინიკოლ ფაშინიანი: „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ ჩვენს რუს პარტნიორებთან
შემდეგი სტატიაქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა